გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, მათ წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ პროცესს მართავს ქართული ოცნება, რადგან მათ აქვთ კვლევები, რომლის მიხედვითაც, გრიგოლ ვაშაძე ყველა კონკურენტს უსწრებს.
"ბოლო პერიოდში დაიწყო ფეიქ-ნიუსების ზღვა შეტევა ჩვენს გაერთიანებასთან მიმართებაში და ეს ყველაფერი იგეგმება ქართული ოცნების შტაბში. ამას აქვს თავისი მიზეზი. მათივე კვლევებით, ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას კანდიდატი ლიდერობს აბსოლუტურად ყველა კვლევაში და უსწრებს ყველა კონკურენტს. რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან სახიფათოა და აქედან გამომდინარე, ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმ,ომადგენლებმა საგანგებო განცხადება გააკეთს. მათი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია მონაწილეობას ერთიან კოალიციად მიიღებს და მათი გეგმაა შეცვალონ ივანიშვილის რეჟიმი.
განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ გააკეთა, რომელსაც გაერთიანების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
„საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად. საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე მოძრაობის ყველა სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უპირობოდ ექნება შესაძლებლობა, გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი. ამავე არჩევნებზე პარლამენტის არჩევნების კანდიდატთა პროპორციული სიის პირველი მეორე და მესამე ათეული დაკომპლექტდება პლატფორმის წევრი პოლიტიკური გაერთიანებები თითო წარმომადგენლით," - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






