გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პოლიტიკა - 16:43, 31 Aug, 2018     894

გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება ორი საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი. ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. პარკის გარშემო საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, რომელიც დაახლოებით 700 მეტრია.

პროექტის ფარგლებში, პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა სრულად იცვლება და სეპარირების ურნები დამატებით განთავსდება. გარდა ამისა, ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა.

ამასთან, აღნიშნულ პარკში სანიტარული ჭრის ფარგლებში, მოიჭრება ზეხმელი ხეები, დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი.

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა, რომელსაც სურვილი აქვს, რომ პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 497 152 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42