ბილ კლინტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ გაასაჯაროვა 1999 წელს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონს შორის შემდგარი სატელეფონო ჩანაწერის სტენოგრამა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები ვლადიმერ პუტინის, როგორც რუსეთის მომავალი პრეზიდენტის შესახებ საუბრობენ.
ბორის ელცინი კლინტონს უხსნის, რომ პუტინი საუკეთესო კანდიდატია, სხვა უკეთესი რუსეთში არ არსებობს და ამერიკელ კოლეგას რუსეთში კომუნისტების გამარჯვებით აშინებს. გთვაზობთ ამონარიდებს ამ ჩანაწერიდან.
"8 სექტემბერი, 1999 წ.
ელცინი: მე დიდი დრო დამჭირდა, რომ შემერჩია თუ ვინ გახდებოდა 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი. ბოლოს, როგორც იქნა, მე მას, ანუ პუტინს შევხვდი, გავეცანი მის ბიოგრაფიას, მის ინტერესებს, მის გარემოცვას და აშ. ის მტკიცე ადამიანია, ძლიერი, ადვილად ამყარებს კონტაქტებს ადამიანებთან, დარწმუნებული ვარ მას მხარს დაუჭერენ 2000-ში. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ."
19 ნოემბერი, 1999 წ.
კლინტონი: ვინ მოიგებს არჩევნებს 2000-ში?
ელცინი: რა თქმა უნდა პუტინი, ის გახდება ჩემი მემკვიდრე, ის დემოკრატია და იცნობს დასავლეთს.
კლინტონი: ის ძალიან ჭკვიანია.
ელცინი: მტკიცე ადამიანია. ის გაიმარჯვებს...
31 დეკემბერი, 1999 წელი (ამ დღეს ელცინმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება).
ელცინი: ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის. მაგრამ თქვენ გესმით ჩემი, როგორც არავის. მაგრამ მე მინდა, რომ 100%-ით დავუჭირო პუტინს მხარი. მე ამიტომაც მივეცი მას 3 თვე, კონსტიტუციის თანახმად. ამ დროის განმავლობაში მას შეეჩვევიან და დარწმუნებული ვარ მას აირჩევენ."
მასალის გამოყენების პირობები






