"ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 13:09, 31 Aug, 2018     716

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს გასაცნობად მედიატური გაიმართა.

თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მათ ყველა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„დავათვალიერეთ მსხვილი პროექტები, რომელიც ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ვიყავით ბარათაშვილის აღმართზე, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარებზე ქვაფენილი მოეწყობა. გარე განათებები მოწესრიგდება. არსებული ბოძები შეიცვლება და ახალი სანათები დამონტაჟდება. ადგილზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასევე, კლდის მხარეს გაკეთდა კიბე, რომლითაც როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან საფეხმავლო ბილიკით ავიდნენ. მგონია, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თავისი გადმოსახედებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, საბურთალოს რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, ჟიული შარტავას ქუჩასა და მერაბ კოსტავას ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, შარტავასა და კოსტავას ქუჩების პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მოეწყობა ველობილიკი, რომელიც პეკინის ქუჩას დაუკავშირდება და ერთი დიდი წრე შეიკვრება.

კახა კალაძის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რომ ავტომანქანების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.

„მეორე ეტაპი ეს იქნება უკვე ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, გარე განათებები და ა.შ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურ ქუჩებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 15 სექტემბრისთვის ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მაგალითად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მიმდინარე საგზაო სამუშაოებისგან გამოწვეული ხმაურის გამო, მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„ყველა ამ პროექტზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა გვიწევს, მათ შორის, შარტავა-კოსტავას ქუჩებზე, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ხმაურის გამო, მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდებ. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის არის. რაც მთავარია ყველაფერი ხარისხიანად კეთდება, რომ სამომავლოდ პრობლემა არ შეიქმნას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს, გამწვანების მიმართულებაც გათვალისწინებული იქნება.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქში არსებული გზაგამტარების, ესტაკადების ქვედა ნაწილის გამწვანება მოხდება. აქამდე ეს ყველაფერი დაბეტონებული იყო, ახლა კი მწვანე სივრცეები შეიქმნება. ამ პროექტით ქალაქს კიდევ უფრო გავალამაზებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გასაცნობ მედიატურზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძეც იმყოფებოდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42