თიბისი ბანკმა ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:27, 31 Aug, 2018     1263

თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ უკვე სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლა.

ახალციხის ერთდღიან ფორუმზე აგროსექტორით დაინტრესებულ პირებს დარგის ექსპერტებმა მეცხოველეობის, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაუზიარეს უახლესი ინფორმაცია.

„რეგიონალური აგროფორუმების მიზანია ფერმერებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ვცდილობთ, ყველა რეგიონი მოვიცვათ და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს მივცეთ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ახალციხეშიც ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ფერმერებთან", - შოთა გონგლაძე, თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი.

"ყოველთვის ვცდილობ დავესწრო ფორუმებსა და ტრენინგებს და ის ინფორმაცია, რასაც მსგავსი ტიპის შეხვედრებზე მივიღებ, საკუთარი ბიზნესის უკეთესად მართვაში გამოვიყენო. თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ფორუმი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. შეხვედრაზე დარგის ექსპერტებისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ჩემს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე", - გიორგი გელაშვილი, ფერმერი.

სამცხე-ჯავახეთის შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმი უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ფორუმზე დასწრება თავისუფალია, თემები კი რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიცვლება.

რეგიონალური აგროფორუმები იმ პროექტების ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია ახორციელებს. მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42