კლუბის მიზანია ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სხვადასხვა სფეროებში ნოვატორული პროექტებისა და პროგრესული იდეების შემუშავება და რეალობაში დანერგვა.
„დოქტორთა კლუბის“ მიერ შემუშავდა საზოგადოებრივი პროექტი „ღია სივრცე“ - „Open Space"(www.openspace.ge), ანალიტიკური ვებ-გვერდი, სადაც სხვადასხვა დარგის მკვლევარი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე განათავსებენ კომპეტენტურ ანალიტიკურ და სამეცნიერო პუბლიკაციებს, მოსაზრებებს, ობიექტურად შეაფასებენ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს. „დოქტორთა კლუბის“ მიერ შემუშავდება რეკომენდაციები და პროექტები, რომლებიც ქვეყნის პროგრესსა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ქვეყნის პროგრესით დაინტერესებულ ნაწილთან მჭიდრო ურთიერთობა. თითოეული თანამემამულის პოტენციალი არის რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა იქნას გამოყენებული", - აცხადებს „დოქტორთა კლუბის“ დამფუძნებელი თორნიკე შურღულაია.
მასალის გამოყენების პირობები






