"ქართული ოცნება" ბოლნისის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებას ცდილობს“ - ენმ-ს მორიგი სკანდალური ბრალდება ცესკოს თავმჯდომარეს
პოლიტიკა - 12:22, 31 Aug, 2018     1083
"ქართული ოცნება" ცდილობს ბოლნისის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბოს“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიიციის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა სამირა ისმაილოვამ ისაუბრა.


"თამარ ჟვანია არის "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელი, რაც გამოჩნდა არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და ამის მაგალითები არსებობს. კერძოდ, იმის თუ როგორ ატარებენ "ქართული ოცნების" ინტერესებს რაიონების დონეზე, ადგილზე აკომპლექტებენ საოლქო კომისიებს.

დღეს ვსაუბრობ ბოლნისის შემთხვევაზე, როგორ იგებენ ტენდერებს და როგორ იყენებენ თავიანთ პოზიციებს ის ადამიანები,რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამსახურებში.ისინი სწორედ იმიტომ არიან წარმოდგენილები ბოლნისის საარჩევნო კომისიაში, რომ დაიცვან "ქართული ოცნების" ინტერესები. მაგალითად, ბოლნისის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრია ვიქტორ ისიანი,რომლის მეუღლეც ფიქრია მიქელაძე ფლობს კომპანიას "THE BEST GOOD"-ს. ეს ქალბატონი კომპანიის დამფუძნებელი და 100%-ის მეწილეა. აღნიშნული კომპანია დაფუძნდა 2013 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ ქალბატონის კომპანია მონაწილეობს მუდმივად ადგილობრივ ტენდერებში და ბოლნისის მუნტიციპალიტეტიდან დაფინანსებას იღებს სხვადასხვა საქმიანობისათვის.ჩვენ რეესტრიდან ამოვიღეთ ის ტენდერები, რომელიც მას აქვს მოგებული. საუბარია გამარტივებულ შესყიდვაზე, პირდაპირი ხელშეკრულებით აძლევენ მას ტენდერებს და ჯამში ბოლო წლების განმავლობაში მოგებული ტედერები შეადგენს 98 947 ლარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აფინანსებს ამ კომპანიებს და შემდეგ ოჯახის წევრები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ადგილობრივ ოლქებში, არიან არჩევნების გამყალბებლები ბოლნისის რაიონში.

ასევე ბოლნისის მერიის სოციალურ სამსახურში დასაქმებულია მანანა კობახიძე, რომელსაც პირდაპირ წვდომა აქვს ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანზე. ეს პირველი არჩევნები არ არის, როდესაც კობახიძე პირდაპირ ზეწოლას ახდენს იმ ოჯახებზე, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.ეს ადამიანი საარჩევნო ოლქში კომისიის წევრადაა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მუნიცილაპიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია შმაგი სვანიძე, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან და ადგილობრივ დეპუტატებთან დაახლოებული პირია. ესენი არიან ის მთავარი პირები, რომლებიც ატარებენ ბოლნისში არჩევნებს და სააყრდენი არიან "ქართული ოცნების",- განაცხადა სამირა ისმაილოვამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42