"სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გაძლიერების მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ბიზნესომბუდსმენის უწყების გაუქმებას და მისი ფუნქცია-მოვალეობების სახალხო დამცველითვის მიერთებას.
კანონპროექტის ინიცირება განაპირობა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის, ქმედითუუნარობამ. ხსენებულმა სამსახურმა მისი არსებობის მანძილზე ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. პრაქტიკაში ამოქმედების შემდეგ, გამოიკვეთა ბიზნესომბუდსმენის, როგორც ინსტიტუტის ნაკლოვანებები და ხარვეზები. კერძოდ, უწყების ინსტიტუციური არამდგრადობა და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, განსაკუთრებით სახალხო დამცველის სამსახურთან შედარებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული დამოუკიდებელი, ინსტიტუციურად მდგრადი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რაც არაერთხელ დადასტურდა სახალხო დამცველის საქმიანობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის მიღება მოხდა 2015 წელს, ხოლო მისი ფუნქციები მანამდე შეთავსებული ჰქონდა საგადასახადო ომბუდსმენს. ამ დროის განმავლობაში ომბუდსმენის მიერ არ გადადგმულა რაიმე მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯი. ეს ნათლად დასტურდება არსებულ პრობლემურ საკითხებზე ბიზნესომბუდსმენის მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვებული ფაქტებით. ამგვარად, ამ უწყების გაუქმებით და მისი ფუნქციების სახალხო დამცველის უწყებასთან მიერთებით, მოხდება ბიზნეს ომბუდსმენისათვის მიკუთვნებული ფუნქციების უფრო ეფექტიანად წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და შემდგომ განვითარებას" - აღნიშნულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაში.
მასალის გამოყენების პირობები






