საგანგაშო სიგნალი ხელისუფლებისთვის - ოპოზიცია ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმაურება
პოლიტიკა - 11:38, 31 Aug, 2018     1267
საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ოფიციალური ანგარიშის ალტერნატიულ მოხსენებას, რომელიც მიწვეული ექსპერტის ნონა მიხელაძის მიერ იყო მომზადებული, საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანგარიშში წარმოდგენილ უმკაცრეს კრიტიკას ოპოზიცია "ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალს" უწოდებს.


„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ანგარიშში ზუსტად არის აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც დღეს აქვს საქართველოს:

„ზუსტად არის აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც დღეს აქვს საქართველოს, დაწყებული არაფორმალური მმართველობით, დასრულებული ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებით. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ეს რეკომენდაციები და კონსტრუქციულად მოკიდებოდა, პირიქით შეეწინააღმდეგა მას და წარმოაჩინა, თითქოს ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ.

ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პრობლემები აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი:

„ნამდვილად კონსოლიდაცია ხდება საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილს. მისი განცხადებით რეალური შეფასებები მოცემულია ოფიციალურ ანგარიშში , რომელიც ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა მოამზადა:

„რეალური შეფასებები არის მოცემული იმ ანგარიშში, რომელიც არის მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი, ასევე ევროკომისიის მიერ შესწავლილი და ობიექტურად დადასტურებული ინფორმაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება ანგარიშის საბოლოო დამუშავებისას, თუმცა ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ განსხვავებუკლი აზრები და შეფასებები, მაგრამ აქ მთავარია, როგორ ხედავენ ამას კონკრეტულად, პროფესიულად დამოკიდებულებაში მყოფი ადამიანები.“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42