„შეიძლება ამ საკითხის განხილვა და დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას“- განაცხადა კახა კალაძემ.
ინიციატივა საკრებულოში ევროპული საქართველოს ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი გაბაშვილს ეკუთვნის.
„სენატორი მაკკეინი იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ერების ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი იმ ნაბიჯებისა, რომელსაც საქართველო დგამს თავისუფლებისკენ. მაკკეინი საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი ხმამაღალი გულშემატკივარი იყო. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ამ ადამიანმა თქვა ყველაზე ნაცნობი სიტყვები, რომ დღეს ყველა ამერიკელი არის ქართველი. ვფიქრობ, ქართველების ვალია, მადლობა ვუთხრათ ჯონ მაკკეინს და სამუდამო პატივი ვცეთ მის სახელს. დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ და თბილისის ერთ -ერთ ქუჩას ვუწოდოთ ჯონ მაკკეინის სახელი“ - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა ინიციატივაზე სუაბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






