"ტურიზმის განვითარება მართლაც იყო ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მიღწევა. მე ის სხვანაირად წარმომედგინა და ამათ დროს გაცილებით სხვანაირად წავიდა. მე წარმომედგინა, რომ ტურისტების ზრდაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო შემოსავლების ზრდა ტურიზმისგან. შემოსულიყვნენ სულ უფრო მდიდარი ტურისტები და ხალხს უნდა ჰქონოდა სულ უფრო მეტი შემოსავალი, დასაქმებულიყვნენ და კიდევ უფრო მეტი ბიზნესი ამოქმედებულიყო. მე ამოვიღე სტატისტიკა რა ღირდა ბინები 2012 წლამდე და რა ღირს ის დღეს, 2018-ში. 2012 წელს თუ ბათუმის ცენტრში ბინა დღეში 150 დოლარი ღირდა დღეს 100 დოლარი ღირს. რაც ღირდა 100 დღეს 50 დოლარი ღირს. ქობულეთში, ერთი ადგილი თუ ღირდა 8 ლარი დღეს 5 ღირს. მეორე ადგილაზე რაც ღირდა 10 ლარი დღეს ღირს 7, ერთი სიტყვით ამ 6 წლის განმავლობაში შემოსავლები არათუ გაზრდილია, არადა მინიმუმ უნდა გასამმაგებულიყო, დღეს კი შემცირებულია. ტურისტი დღეს საქართველოში შემოდის თავისი საჭმლით. თავისი შპროტითა და ძეხვით. მანქანით შემოდის რუსეთიდან, თურქეთიდან ან ირანიდან და საქართველოში პრაქტიკულად არ ტოვებს ფულს. ეს არ არის ის რაც ჩვენ გვსურდა. სასწრაფოდ არის ზომები მისაღები და სულ სხვა ტიპის ტურიზმია ჩამოსაყალიბებელი"- აღნიშნავს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიგრაციის საკითხსაც შეეხო.
"როდესაც იძახიან, რომ სააკაშვილმა შემოიყვანა თურქებიო და ასე შემდეგ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეობას ვაძლევდით თურქეთის ქართველ მოქალაქეებს. მაშინ თურქეთის მთვრობა ამაზე ძალიან ნერვიულობდა. ეს იყო ხალხი, ვინც საუბრობს და უყვარს საქართველო. აბანდებს ფულს საქართველოში და არის ჩვენი ლობი თურქეთის ტერიტორიაზე. ახლა შემოდის სულ სხვა ხალხი - არ იცის ქართული, არც ერთ წარწერას არ აკეთებს ქართულად, არ იცნობს ადგილობრივ ტრადიციას და არ სცემს მათ პატივს. ერთი სიტყვით, ამის პარალელურად საქართველოს მოქალაქეები მასიურად გადიან ქვეყნიდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყოველ წელიწადს საქართველოს მოსახლეობა იზრდებოდა. დღეს კი მცირდება 7 50 000 ოთ შემცირდა"- დასძინა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აქვე ხაზგასმით ამბობს, რომ ყოველგვარ ქსენოფობიას ემიჯნება.
"ამავე დროს საქართველოს მკაცრი წესები სჭირდება. ისეთივე წესები როგორიც მაგალითად შვეიცარიას აქვს. საქართველომ პატივი უნდა სცეს საკუთარ საზღვრებს, დავიცვათ ყველას უფლებები მაგრამ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველოს ქართველები არ ტოვებდნენ"- თქვა მან.
სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციას სთხოვა, საკანონმდებლო ორგანოში შეიტანოს კანონპროექტი, საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ.
"მე ვთხოვ ჩვენს ფრაქციას პარლამენტში, შეიტანოს კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ხმები გვაქვს, მაგრამ ეს სულ მალე შეიცვლება და პარლამენტში უნდა იდოს კანონპროექტი საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა და სწრაფი ეროვნული განვითარება. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ"- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






