ივანიშვილს იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ რთულია, არ აყენებდეს ზიანს ეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - ევროპარლამენტარი
პოლიტიკა - 18:43, 30 Aug, 2018     1818
ევროპარლამენტში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მსჯელობისას, განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტის წევრებმა. საუბრის თემებს შორის იყო შერჩევითი სამართალი, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

ევროპარლამენტის წევრმა, სანდრა კალნიეტემ, ყოფილ პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ აღნიშნა, რომ მას იმდენად დიდი გავლენა აქვს საქართველოში, რომ რთულია ეს ზიანს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„საქართველოში დემოკრატია ფუნქციონირებს, მაგრამ რჩება პრობლემები სახელმწიფო ადმინისტრაციაში. ივანიშვილის იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ რთულია, არ აყენებდეს ზიანს ეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ვინც ხელისუფლებაშია, უნდა გააცნობიეროს, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს, თუ ოპოზიციას პატივს არ სცემს. ოპოზიციას უნდა ქონდეს შანსი, გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული იყოს და მათი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვას,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, სანდრა კალნიეტემ.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ.

„ევროკავშირი ყოველთვის პოზიტიური იყო საქართველოს მიმართ. ახლა გვჭირდება, რომ არ დავუშვათ ის, რაც მოლდოვაში ხდება. საქართველო აშკარა წარმატებული ისტორიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, სადაც გვყავს ლუკაშენკო და ალიევი. ძალიან ადვილია, იყო წარმატებული ასეთ კონტექსტში. ჩემი აზრით, ევროკავშირმა ღიად უნდა უთხრას მიზეზი ქართველ ხალხს, რატომ არ საუბრობთ ჯერ წევრობაზე და ეს მიზეზი არის ის, რომ საქართველოს აქვს რეალური პრობლემები დემოკრატიის განვითარებაში,“ - განაცხადა ნონა მიხელიძემ.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ლორენს მერედიტი, საქართველოზე საუბრისას რამდენიმე საკითხს გამოყოფს, რომელიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

„არ უნდა შეგვექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომელიც უნდა გამოვყოთ. ეს არის სასამართლო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ და ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. გამოწვევად რჩება საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივა. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით,“ - განაცხადა ლორენს მერედიტმა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ანგარიში საქართველოს შესახებ ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, რომელიც შედარებით ნაკლებად მწვავე იყო. თუმცა, ოფიციალურ ანგარიშთან მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა დამოუკიდებელ ექსპერტს დაუკვეთა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42