გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 18:11, 30 Aug, 2018     634

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით მიმდინარე "ზაფხულის სკოლა - ქმედება იწყება" პროექტის მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბაკურიანში შეხვდნენ. საზაფხულო სკოლის პროექტი "ევროპულ -ქართულმა ინსტიტუტმა" განახორციელა და მასში მონაწილეობა "ინიციატივის" ქსელის 70-მდე აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო.

გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა ახალგაზრდებთან საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზე, ქვეყნის გამოწვევებსა და თავდაცვაზე, ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებასა და მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"საზაფხულო სკოლის" მონაწილეებს პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ვორქშოფები ჩაუტარდათ. მონაწილეები სხვადასხვა წარმატებული ორგანიზაციის სტრუქტურებსა გაეცნენ და მათ მაგალითზე ქსელის გამართული სტრუქტურა შექმნეს, რომელზეც მუშაობას სექტემბრიდან გააგრძელებენ.

გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ასევე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის ეგიდით ადგილობრივ ლიდერთა პროგრამის მონაწილეებს, რომელიც საქართველოს 14 რაიონში განხორციელდა. შეხვედრისას პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გაემართათ დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას შეეხებოდა.

სკოლის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორქშოფები, რომლის მიზანიც იყო გამოემუშავებინათ მონაწილეებისთვის გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, კრეატიული აზროვნების უნარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42