"ნიუპოსტი" რეჟისორს სამომავლო გეგმების გასარკვევად დაუკავშირდა და საინტერესო დეტალი გაარკვია. შენგელაია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ყოფილ პრემიერს "უწიგნური" უწოდა და მკაცრად გააკრიტიკა, დღეს ამბობს, რომ ოლიგარქი მასზე გაბრაზებული აღარ არის, მეტიც რეჟისორს თუ დავუჯერებთ ივანიშვილი მას შეურიგდა.
გიორგი შენგელაიამ ივანიშვილზე საუბრისას ტონი შეცვალა და "ნიუპოსტის" ჟურნალისტს უთხრა, რომ "მართალია ივანიშვილი ცოტას კითხულობს, თუმცა მაინც გონიერი ადამიანია".
რეჟისორს არჩევნებში "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"მხარდაჭერის იმედი მაქვს, მას (ბიძინა ივანიშვილს) აქვს ძალიან გონიერი აზროვნება. ხანდახან მასთან ვკონფლიქტობ, მაგრამ მერე ვრიგდებით"- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისი თქმით, "ივანიშვილი მასზე აბსოლუტურად არ არის გაბრაზებული".
"გავაკრიტიკე, რომ ძალიან ცოტას კითხულობს. მან დაურეკა ჩემს შვილს ნიკუშას, ვისთანაც პირადად მეგობრობს და უთხრა, რომ მამაშენმა ყველაფერი სწორი თქვაო, ვეთანხმები აბა რაო"- გვითხრა გიორგი შენგელაიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტობაზე კენჭისყრის გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ინფორმირებული არ ყოფილა.
"არ ვიცი, დამიჭერს თუ არა მხარს, ხომ გითხარით დასაწყისში - გონიერი კაცია, მოდი ამით შემოვიფარგლოთ და გონიერი კაცი მიიღებს გონიერ გადაწყვეტილებას"- დასძინა გიორგი შენგელაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






