"მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს" - მიქაბაძე
პოლიტიკა - 14:41, 30 Aug, 2018     788

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლის განმაპირობებელია როგორც საგარეო მოთხოვნის ზრდა, ისე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესება. ზრდის მაღალ ტემპებს ინარჩუნებს საქონლის ექსპორტი, რომელიც 2018 წლის ივლისში 31 პროცენტით გაიზარდა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მომსახურებით ექსპორტში, კერძოდ ტურიზმში - იმავე ივლისის თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული საკრედიტო კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ადასტურებს. „27 აგვისტოს დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციები, მათ შორის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის" მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული შეფასება, რომლის მიხედვითაც რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას და ქვეყანაში არსებული ბიზნეს და მმართველობითი გარემო ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით „სწორედ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები განაპირობებს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას და უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რაც იმის საფუძველია, რომ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს" -აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42