"მიშას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კაზინოდ აქცია" - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 13:33, 30 Aug, 2018     2264
ამერიკული, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად კაზინო და ძვირადღირებული ბინები რუსი ჩინოვნიკებისთვის.

მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწუნებულ ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის შენობაში სასტუმრო და კაზინოა განთავსებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები რუს ჩინოვნიკებზე აქტიურად იყიდება.

შაშკინი თვლის, რომ ივანიშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა პოლიტიკური ნიშნით ჩააგდო და ამით, ათასობით ქართველ სტუდენტს ამერიკული განათლების უფასოდ მიღების შანსი წაართვა.

„ეს არის ქართული ოცნების სახე. ბათუმში, ამ შენობაში უნდა განთავსებულიყო ამერიკული, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი აშენდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით. სააკაშვილის იდეის თანახმად, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებოდათ, ბათუმში ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი მიეღოთ. ეს ყველაფერი კი მათთვის სრულიად უფასო იქნებოდა. სწორედ ეს იდეა და შენობა არ მოსწონდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთავრობამ გააუქმა აღნიშნულ შენობაში უნივერსიტეტის გახსნა და იქ სასწავლო დაწესებულების ნაცვლად გააკეთეს კაზინო. ამ შენობაში რუსი, კორუმპირებული ჩინოვნიკები ყიდულობენ ბინებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ შენობაში ქართველი სტუდენტები ყოფილიყვნენ, დღეს იქ რუსი კორუმირებული მაღალჩინოსნები არიან“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა ექსპრემიერი მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა.

„როდესაც დახურეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე უკეთეს შენობას ააშენებდა, თუმცა კარგად ხედავთ, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არავითარი უნივერსიტეტი არ არის. შემდეგი დაპირება იყო, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ქუთაისში გახსნიდნენ, თუმცა იქაც არაფერია, მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ“- დასძინა დიმიტრი შაშკინმა.

წინა ხელისუფლების დროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაზე ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული, მარავალსართულიანი, კეთილმოწყობილი შენობა ივანიშვილის ხელისუფლებამ 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად გაყიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42