არჩევნების გაყალბების მცდელობა და შავი ფულით ნაყიდი "ფეიკ ნიუსები" - გაერთიანებული ოპოზიცია შსს-ს და აუდიტის სამსახურს გამოძიების დაწყებას სთხოვს
პოლიტიკა - 12:10, 30 Aug, 2018     1126
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებასა და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშძემ აღნიშნა, ოპოზიციის საერთო კანდიდატის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელების კამპანია დაიწყო, რომელიც შავი ფულით ფინანსდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ გაავრცელა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დასკვნა, სადაც არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები კრწანისის ოლქის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც შეფასებულია, როგორც დანაშაულის შემცველი ნიშნების მქონე ჩანაწერი. მოვითხოვთ მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არჩევნების გაყალბების მცდელობის მუხლით.

ასევე, საგანგაშოდ არის შეფასებული „ქართული ოცნების“ შავი ფულით დაფინანსებული ის ცრუ, ყალბი ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, განსაკუთრებით ჩვენ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან მიმართებაში.

მოვითხოვთ აუდიტის სამსახურისგან დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა და გამოძიება ვინ აფინანსებს და რა წყაროებით ფინანსდება ამ ფეიკ ნიუსების გავრცელება სოციალური მედიით“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42