გიგანტური საათის დამოინტაჟებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 მლნ. ლარია გამოყოფილი.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იუჯეტში შესული ცვლილებებით დაახლოებით ამდენივე თანხა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოაკლდა.
დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ საკამათო პროექტთან დაკავშირებულ ახალ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს.
„გიგანტურ ბორბალზე საათის დამონტაჟება ძალიან საინტერესო არის და ჩვენ განვიხილავთ გუნდში მის განხორციელებას. მუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-მა ბატონ ლევან ჯღარკავას მიერ მოწერილი წერილი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ხელშეკრულება გაფორმებული, ტყუილში გამოვიჭირეთ და ეს ვაჩვენეთ საზოგადოებას, მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც. პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც რა თქმა უნდა ვეთანხმები,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






