თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება
პოლიტიკა - 12:17, 30 Aug, 2018     765

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობას მიესალმება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მწვანე სივრცეების ხარჯზე.

„გუშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ დაიწყეს უკანონო მშენებლობა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშინვე მოხდა რეაგირება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს პრინციპები, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების პრობლემა. სახეზეა ყველაფერი ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა დედაქალაქში. ვფიქრობ, ამ რეალობის გამოსწორება მერიამ, მოსახლეობამ და დეველოპერებმა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ეს კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელებულიყო მწვანე სივრცეში, ფოტომასალაც არის, მწვანე ზონაში ჰქონდათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ გავაბათილეთ აღნიშნული ნებართვა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრე, რომელიც არის ამ ფართის კეთილსინდისიერი მყიდველი. შესაბამისად, საქმის მოგვარება უნდა მოხდეს ცივილურად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამშენებლო სექტორს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ამასთან, აღნიშნა, რომ დედაქალაქში მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42