"მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება" - გიორგი ჩერქეზიშვილი
პოლიტიკა - 20:43, 29 Aug, 2018     538

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტის და გუდამაყრის ხეობები.

პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. მსგავსი პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

„ეს გახლავთ სათემო კავშირების და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ნაწილში მიმდინარე პროექტი, რომელიც შეეხება იმ ტერიტორიულ ერთეულებს, სადაც თითოეულ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია. როგორც იცით, აქ ჩვენ შარშან გვქონდა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი თუშეთის ინტერნეტიზაციის მიმართულებით, რომელშიც 24 სოფელი იქნა ჩართული და ძალიან ბევრმა მცირე ტიპის სასტუმრომ ისარგებლა - პროექტის ფარგლებში მოხდა როგორც ინტერნეტის მიყვანა, ასევე ჩვენი, კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მოხდა მათი ვაუჩერიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებდა მათ საერთაშორისო სისტემებში ჩართვას. ჩვენ შარშანაც გვყავდა ინტერნეტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC და მასთან წელსაც გავაფორმებთ მემორანდუმს ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით - დაწყებულია მოლაპარაკებები და ვვარაუდობთ, რომ ამ ნაწილს მომავალ კვირას უკვე დავასრულებთ. თანხობრივად, ეს არ არის დიდი მოცულობის პროექტები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეფექტი, რომელიც მათ აქვთ" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები.

ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება: 67 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 3 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე)

პროექტის ბენეფიციარი იქნება ააიპ „მთის სათემო ქსელი", რომელიც ოპერირებს ამ რეგიონებში და პასუხისმგებელი იქნება ქსელის ტექნიკურ გამართულობაზე, ვინაიდან „მთის სათემო ქსელი" დაკომპლექტებულია რეგიონის მოსახლეობისგან, მათ 3 წლის განმავლობაში უფასო ტრეინინგს ჩაუტარებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია და ISOC Georgia.

ამასთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება მოსახლეობის ელექტრონული კომერციის დარგში ტრენინგების ორგანიზება; ინტერნეტ მომსახურების ინსტალაციისთვის ვაუჩერიზაცია მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის და ბოლო მომხმარებელბისთვის;








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42