თერჯოლისა და სამტრედიის საკრებულოების შუალედური არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება
პოლიტიკა - 09:43, 30 Aug, 2018     912

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49.18 ძევრის თემისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ. თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

დღესვე, კომისიამ მიიღო დადგენილება საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ; ასევე დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. კომისიამ 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც დაამტკიცა.

ცესკომ მიიღო განკარგულება 2018 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების გამართვის გამო, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის და ვადების განსაზღვრის თაობაზე. სხდომაზე 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების ოდენობაც დადგინდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42