საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
პოლიტიკა - 19:18, 29 Aug, 2018     813

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კონკურსებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 29 აგვისტოს, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები. ჯამში, კონკურსები გამოცხადდა 21 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიასაშუალებებს. ამასთან, სხდომის მიმდინარეობაში ჩარევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სხდომის ფოტო - ვიდეო გადაღება, რითაც უზრუნველყოფილია პროცესის მეტი საჯაროობა.

„შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს კონკურსის წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, ირჩევს ზემდგომი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრი სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიები საქმიანობას იწყებენ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. კონკურსის წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში; ხოლო, კონკურსის შესახებ ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ელექტრონული სარეკომენდაციო ფორმა განთავსებული იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, მიმართავს იმ პირებს, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი საარჩევნო გამოცდილება ან/და გავლილი აქვს საარჩევნო საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, პოლიტიკურ პარტიებს, დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი და სანდო არჩევნების ჩატარებას. ცესკო ასევე მიმართავს მედიასაშუალებებს, ხელი შეუწყონ აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებასა და განცხადების გავრცელებას“,-განაცხადა ბრიფინგის დასასრულს ცესკოს პრეს-სპიკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42