"რესტორან „ოტიუმთან“ სასტუმრო არ აშენდება" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 18:46, 29 Aug, 2018     1084

„კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო არ აშენდება. მსგავს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ „ოტიუმთან“ მისულმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ს მშენებლობის ნებართვა მერიამ რამდენიმე თვის წინ შეუჩერა და კომპანია სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა.

„ჩვენ ახლა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც მიწის საძირკვლის ამოღების სამუშაოები უნებართვოდ მიმდინარეობდა. ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება და რეაგირება მყისიერად მოხდა. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ადრე იყო გაცემული და ამჯერად ნებართვა გაბათილებულია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია მსგავს ადგილებზე სამშენებლო პროექტების განხორციელება, მითუმეტეს კუს ტბის ტყეში. მე, როგორც ვიცი, აქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ტერიტორიის მესაკუთრისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების საკითხზე იმუშაონ.

„მე, რა თქმა უნდა, მესმის მეპატრონის, ვისაც ეს მიწა თავის დროზე ნაყიდი აქვს. მისი ინტერესიც არ უნდა დავაზიანოთ. ჩემს მოადგილეებს ვავალებ, რომ დღესვე დაუკავშირდნენ მას და დაიწყონ საუბარი ადგილმონაცვლეობაზე. არსებობს რაღაც პრინციპები, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენ ქალაქის განვითარების და მშენებლობის მომხრე ვართ, მაგრამ არა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“- განაცხადა კახა კალაძემ.

კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მიმდებარე ტერიორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეტყობინება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დღეს შემოვიდა, რაზეც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა. სამსახურის ადგილზე მისვლის შედეგად სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომები იქნება მიღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42