"ოკუპანტებმა ახალგაზრდები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს" - დავით ქაცარავა
პოლიტიკა - 15:28, 29 Aug, 2018     815
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას დამფუძნებელი, დავით ქაცარავა თრუსოს ხეობიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას ეხმაურება.

მისი თქმით, გატაცებული პირები საკმაოდ გამოცდილები იყვნენ და გზა აერეოდათ სწორედ ამიტომ, ქაცარავას ვარაუდით, ოკუპანტებმა ახალგაზრდები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

„ეს შემთხვევა, ვფიქრობ, არის კიდევ ერთ მიზანმიმართული რუსული პროვოკაცია. იქ როგორც ვრცელდება ამბები, ყელის ტბიდან არიან წაყვანილები. ყელის ტბაზე უნდა მოხვდე მხოლოდ და მხოლოდ თრუსოს ხეობაში აბანოს სასაზღვრო პუნქტის გავლით, რომელიც, ჩვენდა გასაკვირად, მდებარეობს თრუსოს შუაგულში. არა საზღვრებზე, არამედ თრუსოს ხეობის შუაგულში. ეს პუნქტი უნდა გაიარო და ამისთვის უნდა გქონდეს საშვი. როგორც გავიგეთ, საშვები ამ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ, რაც ძალიან გასაკვირია იმიტომ, რომ წესით, სასაზღვრო პუნქტმა არ უნდა გაუშვას საშვის გარეშე ტურისტი და შემდეგ უკვე საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი ყელის ტბამდე, რომელიც ცხინვალის რეჟიმს აქვს ოკუპირებული.

"ძალიან უცნაურია, ვინაიდან ეს მოლაშქრეები ძალიან გამოცდილი ახალგაზრდები არიან სალაშქრო საქმეში და ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ გზა არეოდათ ან, თუნდაც, შეგნებულად დაერღვიათ საოკუპაციო ზოლი.

"ჩემი ვარაუდი არის ასეთი, რომ ისინი არ მოერიდებოდნენ თავისივე დაწესებული საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთას და უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან ამ ახალგაზრდების წაყვანას. ეს არის მათი ჩვეული სტილი,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42