"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა" - ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 15:07, 29 Aug, 2018     716

„წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც როგორც საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, ასევე შიდა მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

„შესაბამისად, სავალუტო ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. გარდა ამისა, პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ რეფორმების დადებითად მიმდინარეობაზე, რომელიც საქართველოში გვაქვს - ეს არის საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის რეფორმა და ბევრი სხვა რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის ჩართულობას ეკონომიკურ ზრდაში და საფუძველს მისცემს ქვეყანას, მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ეს კი თავისთავად საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება" - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზის წლიურ 5.5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ პრესრელიზი 28 აგვისტოს გაავრცელა. "სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელ გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით" - აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42