გაერთიანებული ოპოზიცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან იწყებს შეხვედრებს. „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ლიდერები დღეს ეკონომიკის, განათლების, სასამართლოს, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციამ მათ საკუთარი პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.
„დღეს, ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. „ქართულმა ოცნებამ" ურთულეს მდგომარეობაში ჩაადგო ხალხი. უმუშევრობა,სოციალური პრობლემები, გაზრდილი კრიმინალი, კატასტროფული ვითარება სასამართლო ხელისუფლებაში. შესაბამისად, ჩვენგაერთიანებულმა ოპოზიციამ, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შევიმუშვეთ კომპლექსური, ანტი-კრიზისული გეგმა, როგორ უნდაგამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან ქვეყანა. რა ახალი თაობის რეფორმები უნდა განხორციელდეს ეკონომიკის მიმართულებით,იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, სასამართლოს მიმართულებით, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ეღირსოსსამართლიანი სასამართლო სისტემა, ასევე, განათლების მიმართულებით - ხალხი აქ ნახულობდეს სამუშაო ადგილებს და არ უნდაგარბოდეს ქვეყნიდან. ამისთვის ჩვენ, ძალიან მძლავრი, პროფესიონალების გუნდი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც შეიმუშავებსკომპლექსურ გეგმას თითოეული ამ მიმართულებით "- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






