კვლევის ავტორთა აზრით, ატმოსფერული დაბინძურების უარყოფითი გავლენა შემეცნებით შესაძლებლობებზე ასაკთან ერთად მატულობს და განსაკუთრებით მოქმედებს მოწიფული ასაკის მამაკაცებზე და განათლების დაბალი დონის მქონე პირებზე.
ექსპერიმენტის ფარგლებში, ჩინეთის 20 ათასამდე მაცხოვრებელი 4 წლის განმავლობაშ რეგულარულად ასრულებდა საკონტროლო სამუშაოებს, მათემატიკაში და ენაში.
მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგები ეხება პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობას, დედამიწი მოსახლეობის 80% ცხოვრობს ჰაერის დაბინძურების საშიშად მაღალი დონის ადგილებში.
კვლევა ეფუძნებოდა გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის დონის, და 10 მიკროგრამზე ნაკლები მიკრონაწილაკების გაზომვას. აღნიშNული გაზომვები ჩატარდა ისეთ ადგილებშის ადაც ექსპერიმენტის მონაწილე ადამიანები ცხოვრობდნენ. რა დონის გავლენას ახდებს ამ სამი დამაბინძურებლიდან თითოეული, მკვლევარებს ჯერ არ დაუდგენიათ. აღნიშნულ კვლევაში არ იიყო გათვალისწინებული ნახშირბადის მონოქსიდის, ოზონისა და მსხვილი ნაწილაკების დონე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო ყოველწლიურად ნაადრევად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.
მასალის გამოყენების პირობები