"ნახეთ რას აკეთებს Google, რა ხდება Twitter-ზე და Facebook-ზე, არ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე"- ტრამპი სოციალურ ქსელებს დაუპირისპირდა
მსოფლიო - 12:11, 29 Aug, 2018     2276
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის თქმით, Google-ის საძიებო სისტემა მის შესახებ კარგ ინფორმაციას მალავს და მხოლოდ ნეგატიურ ამბებს აჩვენებს.

„გუგლის საძიებო სისტებაში „ტრამპი სიახლეები“ შედეგებში მხოლოდ ყალბი მედიის სტატიებს აჩვენებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მათ გააყალბეს ჩემთვის და სხვებისთვის, ისე, რომ ყველა ახალი ამბავი ცუდი იყოს. მატყუარა CNN-ი წამყვანია. რესპუბლიკური/კონსერვატიული და სამართლიანი მედია იბლოკება. არალეგალურია? შედეგების 96% " ტრამპის ახალი ამბები"-სთვის მემარცხენე მედიიდანაა, ძალიან საშიშია. გუგლი და სხვები ახშობენ კონსერვატორების ხმებს და მალავენ კარგ ინფორმაციას და ახალ ამბებს. ისინი აკონტროლებენ რისი ნახვა შეგვიძლია და რისი არა. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ყურადღების მიქცევა სჭირდება!"- წერს ტრამპი ტვიტერზე.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ტრამპმა ფიფას-ს პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც გააკეთა:

„ნახეთ რას აკეთებს Google, რა ხდება Twitter-ზე და Facebook-ზე, ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანებს. მე ვთვლი, რომ Google, Twitter და Facebook ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედიან და ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.“- აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს კომპანია Google-მა უპასუხა, მათი თქმით, კომპანიას და მის პროდუქტს პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართ რაიმე სახის მიკერძოება არ აქვს და არ ახდენს „პოლიტიკური განწყობით მანიპულირებას.“

„როდესაც მომხმარებელს შეჰყავს Google-ის საძიებო სისტემაში შეკითხვა, ჩვენი მიზანია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი წამებში მიიღებენ მეტნაკლებად რელევანტურ პასუხებს.“- განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა. „ძებნა არ გამოიყენება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის და ჩვენი შედეგები არაა შერჩეული რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით“-აცხადებენ Google-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42