სწავლება „ზაპად-81“, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „ვოსტოკ 2018“ შეადარა, 1981 წელს პოლონეთი საზღვრის მახლობლად ჩატარდა, რამდენიმე თვით ადერე ვიდრე ამ საბჭოთა კავშირის მოკავშირე ქვეყანაში საგანგებო სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდებოდა. მაშინ დასავლეთის ქვეყნებმა საბჭოთა შეიარაღებული ძალების მანევრები აღიქვეს, როგორც ძალის დემონსტრაცია და შეტევითი ოპერაციისთვის მზადება.
„ვოსტოკ 2018“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების თითქმის ყველა პოლიგონზე ჩატარდება, მასში მონაწილეობას მიიღებს წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთ ფლოტები.
სწავლება „ვოსტოკ 2018“ 11-15 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო სწავლება „ვოსტოკ 2018’ ფართომასშტაბიან კონფლიქტში მონაწილეობისთვის მზადებაა. ნატოს წარმომადგენლის დილან უაიტის თქმით, დაგეგმილი მანევრები რუსეთის სწრაფვის გამოხატულებაა, რომელიც ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, შეტევით პოტენციალს და სამხედრო ყოფნას ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში.
„უფრო მეტიც, რუსეთმა თავისი სამხედერო ძალები გამოიყენა თავისი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, მაგალითად უკრაინაში და საქართველოში“- განაცხადა უაიტმა.
„ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი სამხედრო ძალების წვრთნები ჩაატაროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს სწავლებები იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. დასავლელმა მეკავშირეებმა ერთის მხრივ და მეორე მხრივ რუსეთმა, გაცვალეს ინფორმაცია ნატო რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე, ამა წლის მაისის თვეში. რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სწავლება „ვოსტოკ 2018“ გადააჭარბებს „ვოსტოკ 2014“-ის მასშტაბებს. NATO ჩვეულებრისამებრ ახორციელებს რუსეთის სამხედრო სწავლებების მონიტორინგს, ახლაც ასე იქნება.“- განაცხადა დილან უაიტმა რადიო თავისუფლებასთან.
მასალის გამოყენების პირობები






