საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არ დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრაქტიკულად, მისი მხრიდან იმის გაცხადებაა, რომ ელოდება, როდის მიიწურება მისი უფლებამოსილების ვადა".
"სურათი არის ნათელი, ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. რაც შეეხება, ჩვენს პოზიციას, არაერთგზის ვთქვით, დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და ამის შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას დამტკიცებაზე. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა. პრაქტიკულად, პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს და ელოდება, როდის მიიწურება მისი უფლებამოსილების ვადა. ალბათ, მისი აღნიშნული ნაბიჯი ამას ნიშნავდა"- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






