საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
პოლიტიკა - 12:56, 28 Aug, 2018     2331
სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 198.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურპერიოდს 4.2 მლნ ლარით აღემატება - ამის შესახებ forbes.ge იუწყერბა.
გამოცემის ცნობით, რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტვირთების გადაზიდვაზე მოდის, - ამ გზით რკინიგზამიანვარ-ივნისში 140.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთების გადაზიდვით მიღებულიშემოსავალი 11.5 მლნ ლარით შემცირდა. 32.6 მლნ ლარამდე გაიზარდა ლოგისტიკური სერვისებით მიღებული შემოსავალი, სამგზავრომომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა კი 9.4 მლნ ლარი შეადგინა. ვაგონების გაქირავებით რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 12 მლნ ლარისშემოსავალი მიიღო.


შემცირდა რკინიგზის მოგება და მან წლის პირველ ნახევარში 74.4 მლნ ლარი შეადგინა.

2017 წელი კი რკინიგზამ 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. რა გახდა ზარალის მიზეზი? - ამ კითხვით საქართველოს რკინიგზას მივმართეთ, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატაცაგარეიშვილი კი ვარაუდობს, რომ მსგავსი ზარალის მიზეზი, შესაძლოა, უხელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები გამხდარიყო, რომელსაც რკინიგზასაკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს.

"უღელტეხილზე დღეს მიმდინარე სამუშაოებს რკინიგზა თავისი სახსრებით აფინანსებს. საკმაოდ დიდი თანხებია მიმართული პროექტზე, რომელიცმოგებას ამცირებს. თუმცა, მსგავსი ზარალი რკინიგზას აქამდე არ ჰქონია. მხოლოდ ერთ ახსნას ვპოულობ: ეს არის უღელტეხილზე გვირაბისრეკონსტრუქციის სამუშაოები".

ამასთან, რკინიგზის შემოსავლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსი, რადგან ტარიფების უმეტესობა დოლარშია დენომინირებული. რკინიგზა მენეჯერულ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ გასულ წელს კურსთა შორის სხვაობით კომპანიამ 112.3 მლნ-ის დანაკარგი მიიღო.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზას უკავშირდება კიდევ ერთი მსხვილი პროექტი - თბილისის შემოვლითი რკინიგზა. თბილისის შემოვლითირკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა.

მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულებით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება ”საქართველოს რკინიგზას” განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელებისფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.

“პროექტის გაგრძელების ირგვლივ კვლავ მნიშვნელოვანი გაურკვევლობაა. მენეჯმენტი არ ელოდება, რომ პროექტი სამომავლოდ ეკონომიკურსარგებელს მოიტანს რკინიგზისთვის”, - ვკითხულობთ რკინიგზის წლიურ ფინანსურ აუდიტში.

2017 წელს საქართველოს რკინიგზამ 10,672,568 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 1,209,166 ტონით, ანუ 10%-ით ნაკლებია. გასულ წელს განსაკუთრებით შემცირდა ტრანზიტული ტვირთების მოცულობა და თუკი 2016 წელს მათი რაოდენობა 6,183,037 ტონა იყო, გასულ წელს 4,976,434 ტონამდე შემცირდა.

გადაზიდული ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების რაოდენობა გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, თითქმის მილიონი ტონით შემცირდადა 4,347,371 ტონა შეადგინა. შემცირდა მარცვლეულის და მარცვლეულის პროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელიც და 302,277 ტონა შეადგინა, ნაცვლად 448,128 ტონისა.

თითქმის მილიონი ტონით შემცირდა რკინისა და მანგანუმის მადანის გადაზიდვის მაჩვენებელიც და 462,087 ტონა შეადგინა. გადაზიდული ფერადილითონის მადნების რაოდენობამ 507,335 ტონა შეადგინა, რაც თითქმის 13 000 ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზრდილია ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვის მაჩვენებელი და მან წლიურად 565,912 ტონა შეადგინა. გასულ წელს საქართველოსრკინიგზამ 41,392 TEU კონტეინერი გადაზიდა.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები წლების მიხედვით:

• 2012 - 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 350 მლნ ლარი

• 2013 - 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 364 მლნ ლარი

• 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 382.7 მლნ ლარი

• 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 440 მლნ ლარი

• 2016 - 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 292,6 მლნ ლარი

• 2017 - 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 312,9 მლნ ლარი.

წყარო: forbes.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42