პოლიტიკური პარტიები ცესკო-ს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფას მოუწოდებენ
პოლიტიკა - 12:04, 28 Aug, 2018     1167
პოლიტიკური პარტიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. პარტიები საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცესკო-ს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად, ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ცესკომ გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადინისტრაციის რეფორმა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებად საჭიროა თანმიმდევრლი მუშაობა, მათ შორის შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით.

ამ დრომდე, კი იმისთვის, რომ მოცემული მოდელის ფარგლებში მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც თავისთავად აისახება არჩევნების სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცესკომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები:

1. საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევისას უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, მათ შორის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების მეშვეობით, ნაციონალური თუ რეგიონლური სატელევიზიო საშუალებების, ბეჭვდითი და ინტერნეტ სივრცის გამოყენებით;

2. გაწეროს და საჯაროდ ცნობილი გახადოს კონკრეტული და მკაფიო შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც განუხრელად იქნება დაცული საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში;

3. უზრუნველყოს შერჩევის პროცესისას ზეპირი გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობა საოლქო კომისიების წევრების მიერ და შესაძლებელი გახადოს აღნისნული გასაუბრების საჯარო ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის მეშვეობით;

4. მოახდინოს ცესკოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის საშუალებით" - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერი პარტიები: ახალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ), თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ლეიბორისტული პარტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42