,,იუსტიციის მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საშიში შინაარსის მატარებელია“
საზოგადოება - 13:48, 28 Aug, 2013     957

,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადების ტექტს:

,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, განხორციელებული სამართალდარღვევისა და მოქალაქეთა უფლებების შელახვასთან ერთად, რაც უკავშირდება ძალადობრივი მეთოდებითა და კანონის უხეში დარღვევით მინარეთის დემონტაჟის, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების დაკავების ფაქტს, ადგილი ჰქონდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხრიდან, საკმაოდ საშიში შინაარსის მატარებელ განცხადებას, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციულ ნიშნებს, რითაც უგულებელყოფილ იქნა კანონის უზენაესობის პრინციპი.

შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს საზოგადოების ვიწრო და ფართო ჯგუფების ინტერესები და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ და ჰუმანურ პრინციპებს, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ქვეყანაში მინარეთების არსებობის საკითხი მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, იმ ფონზე როდესაც ადგილზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ცალსახად ეჭვქვეშ აყენებს, როგორც განმცხადებლის ღირებულებებს, ასევე დემოკრატიზაციის საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების ხარისხს.

გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ "ადიგენის საკრებულო და გამგეობა ჯერ ისევ ნაციონალური მოძრაობის მოედანია", ხოლო აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ მიუღებელი ტონის მატარებელია და არ შეესაბამება სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პრინციპებს, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპოზიციის დისკრიმინაციის მიზნებს, ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ხოლო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელისუფლების ყოველი წარმომადგენელი ვალდებულია თავი შეიკავოს მსგავსი ხასიათის განცხადებებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე, როდესაც საკითხი რელიგიურ ინსტიტუტებს ეხება, ამასთან პატივი სცეს კანონს, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესები", - ნათქვამია ორგანიზაციის სახელით, მუხრან ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42