სააკაშვილის შეფასებით, “ოცნების ნაცვლად მოქმედების დროა”.
მისივე განცხადებით, საქართველოში კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი ყალიბდება.
სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცემენტისა და ხორბლის წარმოებით დაინტერესდა და ამ სფეროების მონოპოლიზაციას ახდენს.
„ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის“, ეს არის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში ცემენტის, 50%. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა.
ეს იმას ნიშნავს,რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესების,რომელიც აწარმოებს ცემენტს და მეორე - გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი. ეს არის მონოპოლია და ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე, რადაც არ უნდა დამიჯდეს მე ამას გავაკეთება.
საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შენიშვნა: ვიდეომიმართვა იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






