ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურნენ,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისი თქმით ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ცესკო გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირებას მოახდენს:
„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. ცესკო ყურადღებას მიაქცევს, რომ მსგავსი ფაქტებით ზოგადად საარჩევნო პროცესს ჩრდილი არ მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ დარღვევა დაფიქსირდა, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება.“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






