,,ადიგენის ინციდენტი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა ინსპირირებული”
საზოგადოება - 13:33, 28 Aug, 2013     750

აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ყოფილი ხელისუფლების მიერ იმართებოდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, წინა მთავრობის დროს ჩადენილი უკანონობის გადასაფარად, ადიგენის რაიონში აღნიშნული ქმედება ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ინსპირირებული.

,,ადიგენი წარმოადგენს იმ რაიონს, რომელიც იმართება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. როგორც ყველასთვის ცნობილია სამცხე-ჯავახეთი პირად კონტოლზე ყავდა აყვანილი და იმართებოდა ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და მისი გარემოცვის მიერ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიუთითებს იმაზე, თუ რა დონის გავლენას ახდენდა და ახდენს ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

იმისათვის, რომ წინა მთავრობის დროს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები გადაიფაროს, სწორედ მსგავი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები იქნება ინსპირირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

მივმართავთ საზოგადოებას კარგად გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე და ნათლად შეძლონ იმ ძალის დანახვა რომლის მიზანია, დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა და ამით როგორც ეკლესიის ასევე სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით განახორციელოს საკუთარი მიზნები.

განსაკუთრებით მოგმართავთ მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომ მოიძიოთ დაწვრილებითი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოთ ობიექტურად და მიუკერძოებლად. 
ჩვენი ინფორმაციით მსგავსი დაძაბულობები არ იქნება პირველი და უკანასკნელი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი არასახელმწიფოებრივი ქმედებები კიდევ აქვს დაგეგმილი. ყოველივე ეს მიმართულია საარჩევნოდ ქულების მოსაპოვებლად.

მორწმუნეთათვის მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ მოხვდა მინარეთი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ დაიდგა ის მეჩეთთან და ა.შ. მთავარი ისაა, რომ შექმნილი ვითარებიდან, სანამ ჭეშმარიტება დადგინდება საზოგადოებაში რჩება განწყობა, რომ ახალი ხელისუფლება ებრძვის სხვა რელიგიურ კომფესიებს.

ასევე, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არიან უმოქმედონი, ვინაიდან მსგავსი საკითხების პრევენციას ვერ ახდენენ. თუ კი ყველასთვის ცნობილი იყო, რომ საქმე გვქონდა უკანონობასთან, შესაბამის ორგანოებს ამაზე უნდა გაეკეთებინა განცხადება და შემდგომ მოეხდინა რეაგირება.

ადამიანი, კანონი, თავისუფლება მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს


• სასწრაფოდ დაადგინოს მომხდარის მიზეზები და დროულად გამოავლინოს ვითარების გამწვავების მსურველ პირთა ვინაობა, რათა აცილებულ იქნას თავიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ექსკალაცია. დროულად მიაწოდოს ინფრომაცია საზოგადოებას, რათა არ დადგეს ქვეყანა არარსებული რელიგიული კონფლიქტის რეალურ საფრთხეში გადასვლის საშიშროების წინაშე.
• გამოძიებულ იქნას თუ როგორ ან რატომ მოხდა საბაჟოზე მსგავსი ფაქტი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინა.
• არ მისცეს საშუალება ყოფილ მმართველ ძალას საფრთხის წინაშე დააყენოს ქვეყანა ინსპირირებული ახალი კონფლიქტის სტიმულირებით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42