"დადექი განათლების დასაცავად!" - კანცელარიასთან IBSU-ს მხარდამჭერი აქცია გაიმართა
პოლიტიკა - 20:32, 27 Aug, 2018     866
მთავრობის კანცელარიასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს პირველკურსელების მიღება ერთი წლით აეკრძალა, უსამართლოა და ის დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს.


„უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ გვინდა განათლების მიღება, გვინდა არ გვეზღუდებოდეს არჩევანის თავისუფლება. ჩვენი მთავარი მიზანი რჩება უცვლელი, რომ ცენტრმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არსებული პროცესი შეაჩეროს. ამ დრომდე მათ ფაქტობრივად უგულვებელყვეს გადახდილი დავალიანება და მოთხოვნა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს არ შეეზღუდოს უფლება, მიიღოს აბიტურიენტები. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ასეთ ფორმებს აუცილებლად გავაგრძლებთ.“-გაანცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ გეგენავამ.

აქციაზე მისული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც, მან სტუდენტებს თანადგომა გამოუცხადა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის გადაწყეტილებას გასაკვირი უწოდა:

„დღეს ვდგავარ ჩემი ძვირფასი სტუდენტების გვერდით. ძალიან მიკვირს, რომ საბჭომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში განათლების ხარისხი არის უდაბლესი, დიპლომის უკან არ დგას ცოდნა, როდესაც უამრავი დიპლომიანი დაუსაქმებელი ადამიანი გვყავს, აარჩია ისეთი უნივერსიტეტი, სადაც სასწავლო პროცესი საათივით გამართულია. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო მხედველობაში მიიღებს სტუდენტების ინტერესს, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება.“- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი გუშინ გადაიხადა. ახლა უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ცენტრს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს 2019 წლამდე სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება შეუზღუდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42