"კობახიძის მხრიდან არაპროფესიონალიზმის, დაუდევრობის, დეპუტატების უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინება, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ცარიელი ფურცლებია"- ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:08, 27 Aug, 2018     2191
უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს.

ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს არაპროფესიონალსა და დაუდევარს უწოდებს.

საქმე ეხება ახალი კონსტიტუციის ბედჭდვითი ვერსიის პრეზენტაციას, რომელიც მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაიმართა.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ პარლამენტის წევრებისადმი გადაცემულ დოკუმენტში რამდენიმე ადგილას კონსტიტუციის არაერთი მუხლი გამოტოვებულია.

"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამა წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის რუსთაველის დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ზარ-ზეიმით ჩატარდა ახალი კონსტიტუციის პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმრებსა და პარლამენტის წევრებს გადაეცათ საქართველოს ახალი კონსტიტუციის ბედჭდვითი ვერსია, ანუ ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტის ახალი რედაქცია. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, პარლამენტის წევრებისადმი გადაცემულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში რამდენიმე ადგილას გამოტოვებულია კონსტიტუციის არაერთი მუხლი. მაგალითად, მე-16 მუხლს პირდაპირ მოსდევს მე-20 მუხლი და საერთოდ არაა ნახსენები მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, მათ ნაცვლად კი მხოლოდ ცარიელი ფურცლებია. ასეთი ,,გამოტოვებები” გვხვდება არა ერთ, არამედ რამდენიმე ადგილას. აღმაშფოთებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს თავი არ შეუწუხებია, რომ ელემენტარულად გადაეფურცლა წარმოდგენილი დოკუმენტი, ვიდრე ის სტუმრებსა და პარლამენტის წევრებს დაურიგდებოდათ. ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმის, დაუდევრობის, დეპუტატების უპატივცემულობის კიდევ ერთი მორიგი გამოვლინება, არამედ ზოგადად კონსტიტუციისადმი, როგორც ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტისადმი ზერელე და არასერიოზული მოპყრობის გამოხატულებაც. მსგავსი, წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ ხაზს უსვამს პარლმენტის თავმჯდომარის სრულ უუნარობასა და არაკომპეტენტურობას. თუმცა, ეს ჩვენი საზოგადოებისათვის ისედაც დიდი ხანია ნათელია, მაგრამ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საგანგაშო ის გახლავთ, რომ მსგავსი არასერიოზული და უპასუხისმგებლო ქმედებით ზიანი ადგება ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას..."- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42