"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ჩაბუქმა ქვეყანა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რამდენიმე თვეში კი საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს ჩაბუქის ოჯახის წევრებმაც.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი და მისი ოჯახი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართულნი.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი, 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებადამცველებმა საქართველოს მთავარ პროკურორს, ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მისი გათავისუფლებიდან მალევე მიმართეს.
ადვოკატები აცხადებდნან, რომ დემირელის სკოლის ყოფილ მენეჯერს თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება. სოსო ბარათაშვილი თავდასხმას და გატაცებას არ გამორიცხავდა.
ჩაბუქს ოფიციალური თურქეთი ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






