ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა ემუქრება - ოპოზიციონერს იანვარში ჩატარებული მიტინგის გამო გაასამართლებენ
მსოფლიო - 12:47, 27 Aug, 2018     2153
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკსეი ნავალნიმ, რომელიც შაბათს, მოსკოვში საკუთარ სახლთან დააკავეს, პოლიციის განყოფილების საკნიდან შეტყობინება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ორშაბათს მას იანვარში ჩატარებული მიტინგის გამო გაასამართლებენ.


კვირას მოსკოვის მერიამ განაცხადა, რომ არ დათანხმდა 9 სექტემბერს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩატარებას, რომელსაც ნავალნი და მისი მომხრეები გეგმავენ. ალეკსეი ნავალნი თვლის, მისი დაკავება და თვების შემდეგ იმ საქმის განხილვა, რომლის გამოც მას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება, ნაკარნახევია ხელისუფლების სურვილით, რომ აქციის დროს მისი იზოლირება მოახდინონ.

„ჩვეულებრისამებრ ცდილობენ აქციის წინა დღეს დაკავებას ხოლმე, ახლა წინ 2 კვირაა. თემა ძალიან მნიშვნელოვანია“- დაწერა ნავალნიმ.

25 აგვისტოს ნავალნი პოლიციის განყოფილებაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს. რამდენიმე საათი მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს.

ერთი დღე-ღამის შემდეგ ოპოზიციონერმა თავის საიტზე დაწერა, რომ მას სასამართლოს წინაშე წარადგენენ „ამომრჩევლის გაფიცვის“ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც 28 იანვარს ჩატარდა.

როგორც მედია წერს დაკავების დროს სამართალდამცავებმა ნავალნის ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვეს, რის გამოც მან ხელზე ტრავმა მიიღო და საავადმოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას წინასწარი დიაგნოზი თითის მოტეხვასთან დაკავშირებით არ დაუდასტურდა და პოლიციის განყოფილებაში დააბრუნეს.

როგორც ჩანს ნავალნის ტელეფონი კვირას დაუბრუნეს და მან საკნიდან დაწერა პოსტი იმის შესახებ, თუ რატომ დააკავეს „შორტებში და საზაფხულო ფეხსაცმელში“ გამოწყობილი.

„ორშაბათს გამასამართლებენ 28 იანვრის მიტინგში მონაწილეობის გამო. ვეკითხები: ნახევარი წელი რას ელოდებოდით? - ამ ხნის განმავლობაში თქვენ პოლიცია გეძებდათ და ვერ გიპოვათო“- წარმოადგინა ნავალნიმ თავისი დიალოგი პოლიციასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42