ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება - ოპოზიცია სკანდალურ ჩანაწერებს ავრცელებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 11:41, 27 Aug, 2018     7846

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

ოპოზიციის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებით დასტურდება, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება.

აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია. მისივე თქმით, კომისიის მომვალ წევრებსა და მოადგილეებს შორის, ხშირ შემთხვევაში, ახლო ნათესაური კავშირებიც არის.

ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერებში ნაჩვენებია სქემა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მასალა ასახავს იმ ფაქტებს, თუ როგორ ინიშნებიან ქართული ოცნების აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

დღეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის თანახმად, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს, ქართული ოცნების კომისიის კოორდინატორის, ნინო მაისურაძის, სახელით ურეკავენ და სიების შესახებ ეკითხებიან.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. ოპოზიციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება.

"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკულად,უპრეცედენტო დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს. ჩანაწერებში საუბარი არის, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კრწანისის საოლქო კომისიების კურატორ ნინო მაისურაძესთან. ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც არის "ქართული ოცნების" შტაბის თბილისის კომისიების კოორდინატორი. ასევე საუბარია იმაზე, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4, მე-10, მე-16 უბნის თავმჯდომარეები პირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ისინი იქნებიან კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები მაშინ, როდესაც თანამდებობის პირების არჩევა უნდა მოხდეს ერთი თვის შემდეგ საუბნო კომისიის წევრების დანიშვნიდან.

აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გადადგეს თანამდებობიდან, რადგან ეს არის კრახი და ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციების ნდობის ჩამოშლა. ის რაც ხდება კრწანისის საარჩევნო ოლქში პრაქტიკულად ხდება ყველა საარჩევნო ოლქში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციების და "ქართული ოცნების " საარჩევნო შტაბის თანამშრომლობა. გარდა ამისა, უნდა დადგეს კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა მოვუწოდოთ ყველა საოლქო კომისიას, რომ არ დაუშვან "ქართული ოცნების" სააჩევნო შტაბიდან მოწოდებული სიებით საუბნო კომისიების არჩევა. ასევე უნდა მოახდინონ კონკურსის ღია წესით ჩატარება. ასევე უნდა მოხდეს ამ გასაუბრებების ჩანაწერების პირდაპირი ტრანსლირება სოციალური ქსელებით და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს დაკარგული ნდობის ფონზე გაუჩნდეთ გარკვეული ნდობა ამ პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ქვეყანას დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჰყავს, არჩევნებს ატარებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი",- განაცხადა ბეჟაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42