მაკკეინის ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვს, დონალდ ტრამპი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწროს
პოლიტიკა - 18:03, 26 Aug, 2018     3250
სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარი მისი სახლიდან უკვე გადაასვენეს არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ამერიკელ სენატორს ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. ჯონ მაკკეინის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, რომ დონალდ ტრამპი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწროს და მხოლოდ გამოსამშვიდობებელი სიტყვით შემოიფარგლოს. სენატორის გარდაცვალების გამო მწუხარება ქვეყნის ლიდერმა Twitter-ის ქსელში გამოხატა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და მაკკეინი ერთ პარტიაში იყვნენ, სენატორი რამდენჯერმე დაუპირისპირდა მას.

პირველი დაპირისპირება 2015 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ტრამპი საარჩევნო კამპანიას იწყებდა და მექსიკელ მიგრანტებს დაესხა თავს. მაკკეინი ამ გამოსვლას მყისიერად გამოეხმაურა და ტრამპის გამოსვლა დაგმო.

ტრამპმა ამ გამოსვლას ერთი თვის შემდეგ უპასუხა და განაცხადა, რომ იგი იმ ადამიანებს თვლის გმირებად, რომლებიც მტერმა ვერ დაატყვევა.

მაკკეინმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპი ქალების მისამართით უხამსი გამოთქმისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არცერთი ქალი არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებს. ამ დროს გამოქვეყნდა ადრე ჩაწერილი ტრამპის ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ "თუ თქვენ ვარსკვლავი ხართ, შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ ქალებთან".

მეოთხე დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც მაკკეინმა ხმა არ მისცა ტრამპის კანონპროექტს, ობამას მიერ მიღებული სადაზღვევო პოლიტიკის ე.წ. Obamacare-ის გაუქმების შესახებ.

შემდეგი ორი დაპირისპირება ტრამპის მიერ პუტინისთვის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ არჩევის მილოცვისა და ტრამპი-პუტინის ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ მოხდა.

"აშშ-ის პრეზიდენტი არ უნდა ულოცავდეს დიქტატორებს," - ასეთი განცახდება გააკეთა მაკკეინმა, ხოლო რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას მან სამარცხვინო უწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42