ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა
პოზიცია - 09:37, 26 Aug, 2018     5916
81 წლის ასაკში ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი, "თეთრი ტორნადოს" სახელით ცნობილი ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

"მომავალი დღეები და წლები არ იქნება ისეთივე მამის გარეშე, მაგრამ ეს კარგი დღეები იქნება, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე, იმ ცოცხალი მაგალითიდან გამომდინარე, რომლის სიმბოლოც იყო მამა ჩვენთვის," - აცხადებს მეგან მაკკეინი.

მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ბარაქ ობამამ და ჯორჯ ბუშმა.

ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ სენაორმა შეწყვიტა მკურნალობის კურსი.

„გასულ ზაფხულს სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკელებს გაუზიარა ამბავი, რომლის შესახებაც ოჯახმა უკვე ვიცოდით: მას დაუსვეს აგრესიული გლიობლასტომის დიაგნოზი და პროგნოზი იყიო სერიოზული. ერთი წლის განმავლობაში ჯონმა თავის სიცოხლისუნარიანობის მოლოდინებს გადააჭარბა, მაგრამ ავადმყოფობის შეუქცევად პროგრესს და ასაკს მისთვის განაჩენი გამოაქვთ,“- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკკეინის ბაბუა და მამა აშშ-ის საზღვაო ფლოტის ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. ჯონმაც დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია 1958 წელს და საზღვაო ფლოტის მფრინავი გახდა.

მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი ტყვეობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.

1981 წელს მაკკეინმა თავი დაანება საზღვაო ფლოტს, გადავიდა არიზონაში და პოლიტიკაში ჩაერთო.

1982 წელს ჯონ მაკეინი არიზონის შტატიდან წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს, ხოლო 1987 წლიდან არიზონის სენატორი იყო.

2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ბარაქ ობამასთან დამარცხდა.

იგი ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერისში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42