აი, როცა სახელმწიფოში ფასეულობები აღრეული და დეფორმირებულია, როცა "პროფესიონალიზმი" და "დილეტანტიზმი" ვერ გაურჩევია ხალხს ერთმანეთისაგან, - ის სიტუაცია იქმნება, რაც გვაქვს: სრული "დომხალი", პროვოკაცია, წარმოდგენების აღრევა, ფსევდო-ლიბერალიზმი ნეო-ბოლშევიკური მენტალობის საზოგადოების ნაწილში, ფარისევლობა დასავლეთისადმი, საკუთარი ისტორიის უარყოდა და მისი არცოდნა!
დიახ, არცოდნა!
სპეციფიურმა ისტორიულმა პროცესებმა დაალაგა რელიგიათშორისი ურთიერთობები საქართველოში!
არაფერია სამსჯელო, - უკეთესს ვეღარავინ მოიგონებს!
საუკუნეები ამ მცირე ტერიტორიაზე სესანიშნავად თანაცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიურო მრწამსის ადამიანები!
პოლიტიკანური ჯგუფების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროვოკაციების მეშვეობით "რელიგიური უმცირესობების თემის" წამოწევა ისეთივე უზნეობა და დანასაულია, როგორი უზნეოებიც ისინი არია, - მათ იციან, რა მზაკვრული მიზნებიც ამოძრავებთ!
ამ წესიერ ადამიანს კი არ ჰყოფნის შორსმჭვრეტელობა და პროფესიონალიზმი, - ცხადია, არ არის პოლიტიკოსი და არც პოლიტიკური ალღო აქვს...
აბა, ასეთი რამის გაცხადების უფლებას მისცემდათავს?!
რა ქნებავთ, ქ-ნო თეა!
დედა ტერეზა ხარ, ჟანა დ'არკი თუ... პოლიტიკაში მყოფი პიროვნება?!
რა რეფერენდუმი, რის რეფერენდუმი?!
ეს რამ მოგაფიქრათ?!
რეფერენდუმი სასიცოცხლო საკითხებზე არ გაწყობთ და აქ, აბსოლუტურად არასაჭირო ადგილზე და არასაჭირო დროს, მოგინდათ რეფერენდუმები?!
რა უნდა ამ მთავრობას, რას ერჩის ქართველ ხალხს, ვერ გამიგია?!
ამ ხალხმა არ მოგიყვანათ ხელისუფლებაში?!
თუ მეშლება რაიმე?!" - აცხადებს გიორხელიძე.
შეგახსენებთ, რომ მინარეთის საკითხთან დაკავშირებით, განცხადება თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა სადაც აღნიშნა, რომ მინარეთი შესაძლოა უკანონოდ იყო დამონტაჟებული.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და სხვა დამატებითი დეტალები გახდება ოდნავ მოგვიანებით ცნობილი.
როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს ეს დავა უნდა გადაწყდეს ცივილური მეთოდებით.
,,სამწუხაროდ ჭელაში არის დაძაბული მდგომარეობა. ჭელა არის ალბათ ერთი და პირველი და ამ თემაზე არ არის გამორიცხული საქართველოში სხვა კონკრეტულმა სიტუაციებმაც მიგვიყვანოს საკათხის გადაჭრის აუცილებლობამდე, როგორიც არის მინარეთების თემა. ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა ჩემი აზრით, და საქართველოს საზოგადოებას ადრე თუ გვიან მოუწევს ჯანსაღად, ყოველგვარი ემოციების, ისტერიის და დაპირისპირების გარეშე, რადგან ეს ჩვენ არ გვჩვევია, იმსჯელოს შემდეგ საკითხზე - უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მინარეთები", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






