რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკსეი ნავალნი, მოსკოვის მახლობლად საკუთარ ბინაში დააკავეს. ამის შესახებ ნავალნის წარმომადგენელი კირა იარმიში ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს.
იარმიშის ინფორმაციით ნავალნი ამ დროისთვის დანილოვსკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. დაკავების მიზეზი უცნობია, პოლიტიკოს ჩამორთმეული აქვს მობილური ტელეფონიც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ნავალნი საკუთარ ინტერნეტ არხზე ეროვნულ გვარდიაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით საუბარს და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას აპირებდა.
ნავალნი პატიმრობაშიც რამდენჯერმე იმყოფებოდა, ის ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებისთვის რამდენჯერმე დააკავეს, ის და თავისი ძმა დაკავებულები იყვნენ ფინანსური თაღლითობის ბრალდებითაც, რაც, ნავალნის თქმით, შეთითხნილი იყო კრემლისა და პუტინის მიერ ოპოზიციისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






