სად გაქრა წითელი ხალიჩა და რას აცხადებს პროტოკოლის სამსახური - "საჭირო გახდებოდა თვითმფრინავის ბუქსირით გაყვანა"
პოლიტიკა - 14:23, 25 Aug, 2018     13710
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანგელა მერკელის გაცილებისას წითელი ხალიჩა გერმანული მხარის თხოვნის საფუძველზე არ დააგეს. რადგან თვითმფრინავი ჩართული ძრავით იდგა სადგომზე და გერმანული მხარის უსაფრთხოების სამსახურმა მათ სთხოვა, ხალიჩა არ დაეგოთ და ამიტომ მხოლოდ საპატიო ყარაულით შემოიფარგლნენ.


მთავრობის პროტოკოლის უფროსი გიორგი მირცხულავა აღნიშნულ საკითხს ფეისბუიკზე გამოეხმაურა:

„კანცლერ მერკელის ვიზიტის რამოდენიმე დეტალის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა. ოძისში ვიზიტის შესახებ მგონი საკმაოდ კომპეტენტურმა ხალხმა ისაუბრა და ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს. ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება აეროპორტში გაცილებისას წითელი ხალიჩის გაშლა-არ გაშლას, ამაზე მოკლე ახსნა-განმარტებას გავაკეთებ, თქვენის ნებართვით. ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე. უმეტესად სახალისო. კარგია რომ იუმორის გრძნობა ძალიან ჭარბად გვაქვს ერს, რაც ძალიან მახარებს. რეალურად საქმე შემდეგშია: დაკვირვებულ ტელემაყურებელს არ გამორჩებოდა, რომ დელეგაციის ჩამოსვლისას სტუმრების თვითმფრინავი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა ასაფრენი ბილიკიდან გაჩერების ადგილამდე, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ბოლო მონაკვეთი მან არა თავისი სვლით, არამედ წინ ჩაბმული ბუქსირით გაიარა. ამას დაახლოებით სამჯერ მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე დასჭირდებოდა საკუთარი სვლით მოძრაობისას. ეს განაპირობა სწორედ იმან, რომ გაშლილი იყო ხალიჩა, და არსებობს რისკი, რომ ძრავიდან გამომავალმა ჰაერმა ან მოგლიჯოს ხალიჩა (თუნდაც ჩამაგრებული) ან შეიწოვოს და ძრავა გააფუჭოს. იგივე რისკია გამგზავრებისასას, ბუნებრივია. ანუ ხალიჩის გაშლა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა, თუმცა საჭირო გახდებოდა თვითმფრინავის ბუქსირით გაყვანა ასაფრენ ზოლამდე, მხოლოდ შემდეგ დაქოქვა და აფრენა, რაც გაცილებით მეტ დროს დაიკავებდა, ვიდრე თვითმფრინავის საკუთარი სვლით გაყვანა. ვინაიდან თბილისიდან ქალბატონ მერკელის დელეგაცია მიემგზავრებოდა ერევანში, სადაც დაგვიანება მათთვის არ იყო სასურველი, გერმანულმა მხარემ შემოგვთავაზა უარი გვეთქვა საპროტოკოლო პრაქტიკის ამ ელემენტზე, წითელ ხალიჩაზე. რა თქმა უნდა მათი თხოვნა გაზიარებულ იქნა. იმედია ამომწურავად გიპასუხეთ. დამატებით შეკითხვებზეც სიამოვნებით გაგცემთ პასუხებს.

P.S. ზოგიერთი ქართული და არამარტო ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლების ადგილას კი მე იმაზე ვინერვიულებდი, რომ მოგონილი "პრობლემების" და "სენსაციური მიგნებების" გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ აუდიტორიისათვის.

P.P.S. ასეთ ვითომ კომპეტენტურ ჟურნალისტებს, ჩემი აზრით, წითელი ხალიჩის კითხვაზე იმაზე მეტი პასუხი არ ეკუთვნით, ვიდრე ქართველი კლასიკოსის ერთ ნაწარმოებშია: "(უწინ აბელი ერქვა, ახლა არქიფო ქვია) ასეა საჭირო და მიტომ!!!"

ესაა ჩემი კომენტარი!“- წერს გიორგი მირცხულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42