“ძალიან კარგია, რომ ისინი სამხრეთ ოსეთით ინტერესდებიან, მაგრამ ქალბატონმა მერკელმა ალბათ არ იცოდა, რომ ჩვენთან მიღებული არაა სტუმრად მოსვლა ბაღებიდან, ამიტომ, ჩვენ მას ვეპატიჟებით, რომ ჩვენთან კარიდან შემოვიდეს.“- განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ის იმედს გამოთქვამს რომ გერმანიის კანცლერმა შეძლო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განვითარებისდონის და მნიშვნელოვანი ობიექტების ჭოგრიტით დანახვა.
„ვფიქრობ, რომ ჭოგრიტით, მან დაინახა, როგორი ლამაზი სახლები და ბაღები გვაქვს, ზუსტად შეძლებდა დაეთვალიერებინა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების შესანიშნავი შენობა“- აღნიშნა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა ნატო-საქართველოს დაახლოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მეზობელი ქვეყნის მტრული სახელმწიფოს სტატუსს აძლიერებს და სამხრეთ ოსეთისა და მისი მთავარი პარტნიორის სიმეტრიულ რეაქციას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გუშინ საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მერკელმა საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული ტერიტორიები სოფელ ოძისიდან ჭოგრიტით დაათვალიერა. ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა მერკელს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს.
მასალის გამოყენების პირობები






