"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით არაერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი" - საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:29, 25 Aug, 2018     1366
საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, დიპლომატების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საკონსტიტუციო სასამართლოს, სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოების კონსოლიდაციისა და ერის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი და სასიხარულოა, როდესაც ერს შესაძლებლობა აქვს თავის ენაზე დაწეროს თავისი კონსტიტუცია.

,,ისევე როგორც ენა და დამწერლობა არ არის რომელიმე ცალკეული პირის, არამედ მთელი ერის საკუთრებაა, ასევე ჩვენი კონსტიტუციაც არ არის საკუთრება რომელიმე პოლიტიკოსის, იურისტის, ან განსწავლული მეცნიერის, ის მთლიანად ჩვენი ხალხის საკუთრებაა.

მჯერა, რომ განცდა - კონსტიტუცია ყველასია, და კონსტიტუციის დასაწყისი სიტყვების - "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი..." სულისკვეთება როდესმე განსხეულდება ჩვენი სახლემწიფოებრიობის მთავარ დოკუმენტში.

მე მჯერა, რომ ეს დრო დადგება მაშინ, როდესაც საქართველოში ჩვენ შევძლებთ არა ახალი რამის მოგონებას, არამედ ჩვენს ფესვებთან და იდენტობასთან დაბრუნებას.

ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ერთმანეთი არ უნდა გავარჩიოთ საერო, ერთიან საქმეებში, იმ საქმეებში, სადაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მაშინ ჩვენ არ ვეძებდით ერთმანეთში განსხვავებებს, იმიტომ რომ მაშინ ეგზისტენციალური პრობლემები იდგა. მჯერა, რომ ასეთი საქართველო დადგება. სულისკვეთება, რომ ძალიან ცოტა ადამიანს დიდი მისია გვაქვს და ეს მისია უნდა გავაგრძელოთ გადავა ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში, გადავა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ შევძლებთ ერთად შევქმნათ ეს ყველაზე მთავარი და ამაღელვებელი და ყველას გამაერთიანებელი დოკუმენტი.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ კონსტიტუციის დღეს და ამ ზეიმში არის სირთულეების გააზრებაც და მომავლის ხედვაც, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით არაერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსების მიერ, ერთი ქართველის მიერ მეორე ქართველის დაჩაგვრა, ჯერ კიდევ პოლიტიკური ელიტის სტილია; რომ, ერთიან თემებზე გაერთიანება ჯერ კიდევ გვიჭირს.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა თემაზე ერთნაირად ვფიქრობდეთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც ჩვენში განსხვავება არ უნდა იყოს. ეს საკითხები არის ჩვენი ერის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი დემოკრატია, ამ თემებზე არ შეიძლება რომ ვკამათობდეთ, ამ თემებში ყველა ერთი უნდა ვიყოთ.

ასეთი დღე დადგება და ამ დღის დადგომის წინაპირობაა ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს როგორც კონსტიტუციას, ისე ამ ღირებულებების განმტკიცებას ჩვენს საზოგადოებაში.

ჩემი მუშაობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ყოველთვის ამ თმების ძებნასა და მათში საერთო ენის გამონახვაზე იყო ორიენტირებული.

მთავარი, რასაც მე ვესწრაფვოდი ჩემს საპრეზიდენტო მუშაობაში, მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მივსულიყავით საერთო წერტილებამდე, რომ ჩვენ გვეპოვნა საკითხები, რომლებშიც ყველა ერთიანი ვართ; მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო და შეიქმნება ისეთი პოლიტიკური რეალობა, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ, პატივს ვცემთ ერთმანეთის განსხვავებულობას და შესაძლებლობას მივცემთ ყველა განსხვავებულ ადამიანს ემსახუროს ჩვენს სამშობლოს.

ამის ემოციას მე ვპოულობდი ჩვენს წარსულში. ამ გზას მე ვხედავდი ჩვენი დიდი წინაპრების გზის გამეორებაში, რომ მიუხედავად ჩვენი თავისუფლებისა ვპოვოთ გაერთიანების წერტილები. მე არ დავიღლები და მუდმივად თქვენს გვერდით ვიდგები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ კონსტიტუციის დღეს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველის ერთად, სადაც ქართველი ქართველს კი არ დაამარცხებს, არამედ ერთად გავიმარჯვებთ მომავალი ძლიერი საქართველოსთვის!" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42