„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „თბილსერვის ჯგუფს“ არ გაუფორმებია ხელშეკრულება არცერთ კომპანიასთან. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი აგებული იყო დეზინფორმაციაზე და ემსახურებოდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.
გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, „თბილსერვისმა“ ჩაატარა ფასთა კვლევა, რათა დაედგინა გასანათებელი საშუალებების მიწოდებისა და მონტაჟის ღირებულება. აღნიშნულ ფასთა კვლევაში ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - Philips და IGuzzini მიიღო მონაწილეობა, თუმცა მომსახურება მერიას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ შეუსყიდია.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და მიაწოდეთ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია დედაქალაქის მერიას ადანაშაულებს, რომ თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად კახა კალაძე თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. ხელისუფლების ოპონენტები შესაძლო კორუფციაზეც ეჭვობენ, რადგან კახა კალაძემ ამ სამუშაოების ჩაბარება და მილიონების გადახდა ისევ იტალიური კომპანიისთვის გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






