რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, მით უფრო არაადექვატური ხდება - მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილზე
პოლიტიკა - 18:18, 24 Aug, 2018     2219

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არაადექვატურს უწოდებს.

“თავიდან არ იცოდა პრეზიდენტმა როდესაც დააანონსა კონსულტაციები, რომ არაადექვატურია დღევანდელი გადაწყვეტილება და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, გადაწყვეტილებების კომენტირება მით უფრო ჭირს, რადგან არაადექვატური ხდება, მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს გადმოგვაბრალოს ჩვენ. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები, ან წარმოედგინა, რომელიმე თავის თანამშრომელი და შეეფუთა ეს დემოკრატიად.“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარს აცხადებს. მიზეზად კი ის სახელდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსულტაციებზე უარი განაცხადა და კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სურდა ფართო კონსენსუსი შემდგარიყო, რათა კანდიდატურას პარლამენტში დამტკიცების შანსი ჰქონოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42